სამარშრუტო მძღოლების ტესტის პასუხები ცნობილია

რუსთავში  გუშინ გამოკვლეული სამარშრუტო ტაქსის მძღოლების კვლევების პასუხები ცნობილია. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4 -ს განუცხადეს, მძღოლებს “კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. 

“გუშინ 75 მძღოლი დაიტესტა და მივიღეთ ყველა უარყოფითი პასუხი. ამჟამად ქალაქში 500 მოქმედი მძღოლია და ყველა მათგანი დაიტესტება მომდევნო დღეების განმავლობაში”, – განაცხადა დავით ბეგაშვილმა. 

“შიდასაქალაქო, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების კვლევა უკვე მეორედ დავიწყეთ, რადგან მაქსიმალურად იყოს პრევენციული ღონისძიებები გატარებული, რომ ქალაქში არ მოხდეს ეპიდსაშიში კერების გაჩენა და ეპიდემიის აფეთქება” – განაცხადა რუსთავის მერმა.