რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში შიდასაქალაქო სამარშრუტო ტაქსების მძღოლების PCR ტესტირება მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ინიციატივით და ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ორგანიზებით, დღეს კოვიდ ტესტირებას 80-დე მძღოლი ჩაიტარებს.
უახლოეს დღეებში ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლის შემოწმება იგეგმება, რის შემდეგაც პროცესი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლების შემოწმებით გაგრძელდება.
PCR ტესტი დღეს მხოლოდ 14 და 19 სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსის მძღოლებს ჩაუტარდებათ და სრულად ერთ კვირაში დასრულდება. PCR ტესტის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი.