სამოქალაქო აქტივისტებმა სამშობიაროსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავის სამშობიაროსთან  მორიგი აქცია გამართეს.  აქტივისტები სამშობიარო სახლის მენეჯმენტს სახელფასო დავალიანების დროულად გაცემისკენ მოუწოდებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი პროტესტის მთავარი მიზანია, დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის  უფლებები დაიცვან და ექიმებს ცხრა თვის ხელფასი აუნაზღაურდეთ.

როგორც სამშობიარო სახლის დირექტორმა, ალექსანდრე ბარავკოვმა TV4-ს განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებას შემოსავალი შეუმცირდა და  ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მედპერსონალათან შეთანხმებულები იყვნენ.

მისივე ცნობით, ხელფასები საბშობიარო სახლში ეტაპობრივად გაიცემა.