ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული მოიპოვა

“სან სებასტიანის” კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო, გილოცავ”, – წერს სუხიტაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”!

ინფორმაციისთვის, ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ნამუშევრისთვის “დასაწყისისთვის” საუკეთესო სცენარის, საუკეთესო რეჟისორის (დეა კულუმბეგაშვილი) და საუკეთესო ფილმის კატეგორიებში გაიმარჯვეს.