“სან სებასტიანის” კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო, გილოცავ”, – წერს სუხიტაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”!
ინფორმაციისთვის, ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ნამუშევრისთვის “დასაწყისისთვის” საუკეთესო სცენარის, საუკეთესო რეჟისორის (დეა კულუმბეგაშვილი) და საუკეთესო ფილმის კატეგორიებში გაიმარჯვეს.