სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ 285 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ 285 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, „დრიმლენდ ოაზისში“ დანარჩენი სტუმრებისა და პერსონალის ბიოლოგიური მასალის კვლვის პროცესი ამ დრომდე ,გრძელდება და საბოლოო შედეგები სავარაუდოდ ,დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის სასტუმროში 924 ადამიანი იმყოფება. იქ შესვლა-გამოსვლა კვლავაც აკრალულია.

სასტუმრო გუშინ ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ცნობისთვის, ექიმი “ავერსის” ქსელის რუსთავის ფილიალის თანამშრომელია.