ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მყოფ 900-მდე ვიზიტორსა და თანამშრომელს კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევისთვის სინჯები აუღეს და კვლევის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, სასტუმრო “ოაზისში” გამართულ კონფერენციაზე, სადაც 400-მდე ექიმი იმყოფებოდა, კორონავირუსი რუსთავის “ავერსის” კლინიკის ექიმს დაუდასტურდა და სასტუმროს ჩაკეტვა სწორედ ამ შემთხვევის გამო გახდა საჭირო.
“სასტუმროში ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის 900-მდე ვიზიტორისა და სასტუმროს თანამშრომელთა სინჯები აიღეს. ველოდებით, კვლევის შედეგებს და ამის შემდეგ გვეცოდინება, რა ღონისძიებები გავატაროთ სასტუმროში. ტემპერატურა დადასტურებული შემთხვევის გარდა, სხვებს არ დაფიქსირებია. სასტუმრო “ოაზისში” ამ ეტაპზე ვიზიტორთა მიღება შეზღუდულია“, – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა გვანცა ხაინდრავამ.
ინფორმაციისთვის, კოვიდინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფი 8 პირი მოძიებულია და ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.