საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.