საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება, სამი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ სამი „ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალის თანამშრომელია, ორი შემოტანილი შემთხვევაა, ოთხ პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო კიდევ ოთხი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 250 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.