საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1310 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.