კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 1369-ს შეადგენს.

  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 11-თან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით, კვლევა გრძელდება.

„დღეს 152 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 2227 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ შემთხვევების განაწილება ასეთია-90 არის აჭარა, 15 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 15 -„ენგურჰესის“ , 17 დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი, 4 შემოტანილი შემთხვევაა და 11-თან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 6 ადამიანი“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

 ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390პირი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.