საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 2562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6633 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.