კორონავირუსის 182 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 4 რუსთავშია გამოვლენილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 119 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა და 1 435-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.