საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
UPDATE: თბილის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 2 ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება.
„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო-11, სამცხე-1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი – 3.
გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია- 45. კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1798 პაციენტი, აქედან კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა.
საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.