კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმედ შეფასდა. 

„60 წლის ქალბატონი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა 19-ში დილის 4:00 საათზე, აფხაზეთიდან. ორმხრივი მწვავე პნევმონია ჰქონდა კატე კვლევაზე დიფუზური დაზიანებით, აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება მეორე, მესამე ხარისხის. ასევე, ჰქონდა მოციმციმე არითმია პაროქსიზმული ფორმის. პაციენტი კლინიკურად მძიმედ შეფასდა, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. სამწუხაროდ გარდაიცვალა 20 სექტემბერს 19:00 საათზე. რა თქმა უნდა კორონავირუსი დაუდასტურდა“, – განაცხადა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1534-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 4988 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.