კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 69-ით გაიზარდა და 1643-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი დღეს გარდაიცვალა

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 255 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 563 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 შემთხვევა დაფიქსირდა.