საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
UPDATE: საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 054-ს შეადგენს.
“კოვიდ-19”-ის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 650 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.