კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 6192 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 2 324-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 5413 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 869 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.