საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1621 შეადგენს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ამაჟამად კოვიდცენტრებში 319 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება ახალინფიცირებულებს, კოვიდინფექცია 25 ახალ პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 9 არის „დონას კლასტერიდან“, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 1 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სამის ინფიცირების წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ერთი არის რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელი და მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს, რომელზეც დადასტურებული არ არის წყარო და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და მათი რაოდენობა 1302-ს შეადგენს

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292 პირი.