COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზიგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 196 შემთხვევიდან 144 ბათუმში გამოვლინდა, 1 კი – ქობულეთში.

„გუშინდელი მონაცემებით, 2562 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 196 და გვაქვს 2758. 196 შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: ბათუმი – 144, ქობულეთი – 1, თბილისი – 29, ქუთაისი 7, საჩხერე – 1, გორი – 4, გარდაბანი – 3, ოზურგეთი – 4, ზუგდიდი – 2, ფოთი – 1, მცხეთა – 1. დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებთ მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზაცია და ალბათ ლიკვიდაციაც დროზე უნდა მოხდეს. გამოჯანმრთელებულები 31 გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 758 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 31-ით გაიზარდა და 1412-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.