საქართველოში COVID-19-ის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 243-ს შეადგენს.

გუშინ, ქვეყანაში გახლდათ 1487 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 23 და გახდა 1510 დადასტურებული შემთხვევა. 23-ის განაწილება ასეთია – 14 პაციენტის დადასტურების წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, 8 შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, აქედან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით, კონტაქტების მოძიება ინტენსიურად გრძელდება.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-ით გაიზარდა, 1240 იყო და გახლავთ 1253, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უცვლელია, კვლავ 83%-ია. დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 230 პაციენტი მკურნალობს, ამ 230 პაციენტში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა კვლავ 3 გახლავთ, მძიმეთა რაოდენობა 2-ით შემცირდა და გახდა 21. დანარჩენი პაციენტების სიმძიმე საშუალო და მასზე მსუბუქია,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 828 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.