სეს-ის თანამშრომლები შინაურ ცხოველებს უფასოდ აცრიან

 სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები 27 სექტემბერს შინაურ და მიკედლებულ ცხოველებს უფასოდ აცრიან. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცოფი საშიში სეზონური დაავადება, რომლითაც როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი ავადდება. ინფექცია კი დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით გრძელდება. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება.

სეს-ის  ცნობით, შინაური და მიკედლებული ცხოველის უფასოდ აცრა ქვემო ქართლის მცხოვრელბებს, ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირის N29-ში (ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია)  შეეძლებათ.