სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი წყალში ნავიდან გადავარდა და გაუჩინარდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავთა ჯგუფი. მამაკაცის ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია.