დღეს, 29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა. ინფორმაციას რადიო „მარნეული“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩას აპროტესტებენ. „ენმ“-ს წარმომადგენლების განმარტებით, მათ წარმომადგენლებს კომისიების დაკომპლექტებისას არ დაუკავშირდნენ.
აქციის მონაწილეებთან „ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
წყარო www.marneulifm.ge