უცნობმა პირებმა საბითუმო მაღაზია დააყაჩაღეს

ვარკეთილში საბითუმო მაღაზია დააყაჩაღეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ სვანების ბაზრობის ერთ-ერთ მაღაზიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე ათასი ლარი წაიღო. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.