ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი კორონავირუსისგან განიკურნა

 ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსისგან განიკურნა.  გრაცის „შტურმაევროპული სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური მატჩი „კაფბენგერგთან“ ჩაატარა და ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩში ოთარ კიტეიშვილიც თამაშობდა. 

 საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გრაცელთა ქართველი ლეგიონერი ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოიძახა, მაგრამ შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა და ვერ მოდიოდა.

ამ ფონზე 24 წლის ფეხბურთელის ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩენა მოულოდნელი იყო, „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.