ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან ხევში გადავარდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.