ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,

10 სექტემბერს 06:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის, ლესელიძის, ვაჟა-ფშაველას, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,

09:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში ახკერპი, ჩანახჩი, ოფრეთი, ხოხმელი, ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, კრწანისი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში,

11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კარაბულახი, გედაგდაღი, სალამალეიქი, მამიშლარი, უსეინქენდი, ახა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.