ქვემო ქართლში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინის მოთხოვნა შეუძლიათ

ქალაქ მარნეულსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის დასახლებაში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება 7 სექტემბრიდან დაიწყო და 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით განაცხადის შევსება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ. ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, განაცხადები ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში მიიღება. აპლიკაციის შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: რუსთავიცურტაველის ქ.N5ა; გორი – სამების ქ.N1; ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106.