ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, პროცესი მიმდინარეობს საჯარო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებულ ხალხმრავალ ადგილებში – მათ შორის რეკრეაციულ სივრცეებში, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა აუცილებელ ლოკაციებზე.
შპს „დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა მუნიციპალური საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარეს. ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით დამუშავდა.
ამ ეტაპზე, სპეციალური ხსნარებით ქ. გარდაბანში არსებული სკვერები, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოები და სავაჭრო ობიექტების მიმდებარე პერიმეტრი დამუშავდა.
სადეზინფექციო სამუშაოები COVID 19-ის პრევენციის მიზნით, ყოველდღიურად ყველა ხალხმრავალ ობიექტზე ხორციელდება.