ქუთაისში იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე  ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან  სეიფი მოიპარეს.  არსებული ინფორმაციით, ობიექტიდან წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში შეაღწიეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველებმა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხეს.

შსს მომხდარ ფაქტს სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.