ქუთაისში, სასურსათო მაღაზია “ორ ნაბიჯში” დანით შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით, დაცვის პოლიცია გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.