შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტები მართვით სუნთქვაზე რჩებიან-ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ჯერჯერობით, სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარება კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის ორი რუსთაველი ახალგაზრდაა, ერთი კი მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს.