შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ში ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებენ,თუმცა დაკავების ფაქტს ადასტურებენ.
ცნობისთის, თამაზ ხომასურიძე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამაა. ხომასურიძე შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
გასულ კვირაში ის პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს მართავდა, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემხვევაში რადიკალური ზომების მიღებით იმუქრებოდა.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.