შიდასაქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტში ცვლილებები შევიდა

 რუსთავში შიდასაქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტში ცვლილებები შევიდა. გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის დღევანდელ  საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

კერძოდ, M ორი კატეგორიის N2 და N18  ავტობუსები, მგზავრთანაკადის შემცირების გამო,  გაუქმდა.

საკითხი სხდომაზე მერიის აპარატის უფროსმა, ნინო ნიკოლავამ წარადგინა. მისი განცხადებით, N2 და N18 ავტობუსები მგზავრთნაკადის შემცირების გამო, წლებია დადგენილ მარშრუტზე არ მოძრაობს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკთხზე იმსჯელეს.

 დღევანდელ სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებს შორის დეპუტატებმა შიდა სამუშაო ჯგუფებში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა და მას მედიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.