ტაშკენტის ფახთაქორის მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უზბეკური მედია ავრცელებს.
შოთა არველაძემ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრეცლა.
„სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის,“ – წერს შოთა არველაძე.
ცნობისთვის, ფახთქორში ეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა. არველაძის გუნდის 5 ფეხბურთელს კორონავირუსი 19 ივლისს დაუდასტურდა.