მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, დაწყებულია ძიება. ამის შესახებ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლაშა გოგნიაშვილმა განაცხადა.
შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.
როგორც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის აღნიშნა, მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ არის.
„დაწყებულია ძიება. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო და სამძებრო ოპერაციები. უნდა დაიკითხონ, როგორც ფაქტის შემსწრეები, ისე დაზარალებულები. დღის პირველ ფაქტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც დაწყებულია ძიება. დაკითხულია როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. გამოძიებას სჭირდება შესაბამისი დრო. ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არავინ არ არის დაკავებული“, – განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.







