შსს: მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაწესდა

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს შსს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”. მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, შსს-ს მიერ ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაწესდა.