შსს: მყვინთავ-მაშველებს ხელფასები გაუორმაგდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მყვინთავ-მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სტრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავ-მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ-მაშველებს ხელფასი გაეზარდათ 100 პროცენტით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.