შსს-მ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.ამის შესახებ Tv4-ს უწყებიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა დაიწყო.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი 30 იზოლატორიდან სამედიცინო პერსონალი უკვე დასაქმებულია 24 იზოლატორში, სადაც დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების მიხედვით ხდება. დანარჩენი 6 იზოლატორისთვის ექიმების მოძიებისა და სამედიცინო პერსონალით იზოლატორების სრულად დაკომპლექტების მიზნით, სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსით დაინტერესებულ პირებსდამატებითი ინფორმაცია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ მითთებულ ბმულზე შეუძლიათ.