შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.
“მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.