ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„სასტუმრო ოაზისში ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კოტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ერთი წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, ინფექცია დადასტურდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.