რუსთავის ცხელების ცენტრში ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
როგორც ეპიდემილოგმა, მაია რაზმაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქალის ინფიცირების ფაქტი აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
ქალი ცხელების სიმპტომით ბინიდან სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟებმა გადაიყვანეს. პასუხები გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი.
ამ დროისათვის პაციენტი თბილისის კოვიდის მიმღებ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
რაც შეეხება ცენტრში მოთავსებულ კიდევ 11 პაციენტს მათ კოვიდინფექცია არ დაუდასტურდათ.
ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში 8 პაციენტია მოთავსებული. ექიმის ცნობით, ყველა მათგანი რუსთაველია. პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები უკვე აუღეს. პასუხები 24 საათში გახდება ცნობილი.