ცხელების ცენტრში რუსთაველ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
როგორც ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განაცხადა, მამაკაცი საშუალო ასაკისაა და მისი ინფიცირება ურეკში, ზღვაზე ყოფნის ისტორიას უკავშირდება.
ექიმის ცნობით, პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი, ამ დროისთვის პაციენტი ისევ რუსთავის ცხელების ცენტრშია მოთავსებული.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცის კონტაქტების მოძიებისა და ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რაც შეეხება ცენტრში მოთავსებულ კიდევ 7 პაციენტს, მათ კოვიდ19 არ დაუდასტურდათ. პაციენტები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
ამ დროისათვის რუსთავის ცხელების ცენტრში 6 პაციენტია მოთავსებული.