ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რუსთავში ახალი საბავშო კუთხეების მოწყობა დაიწყო.
რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საბავშვო კუთხეების მოწყობა ამ ეტაპზე 9 ლოკაციაზე იგეგმება : XV მკრ-ის N10, XVI მკრ-ის N3, XVII მკრ-ის N12, XVIII მკრ-ის 12ბ, XIX N5, მეგობრობის გამზირის N20, კოსტავას ქუჩის N19, XX მკრ-ისა და გარეჯის ქუჩის პირველ კორპუსებთან.
ამ დროისთვის დასრულებულია ძველი მოედნების დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე დღეში დაიწყება.სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.
აღნიშნულ ლოკაციებზე საბავშვო მოედნების მოწყობის საერთო ღირებულება 252 371 ლარია.