ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში 16 პაციენტის ტესტის პასუხი გახდა ცნობილი. გამოკვლეული პაციენტებიდან კორონავირუსი ცენტრის მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ დაუდასტურდა. 

მისივე განცხადებით, კოვიდინფიცირებული გარდაბნის მცხოვრებელია. რაც შეეხება ცხელების ცენტრის 15 პაციენტს, მათი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.​​

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში 6 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათი პასუხები “კოვიდ19”-ზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.