რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში 3 ადამიანია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთავის მკვიდრია. პაციენტებს ეპიდემიოლოგიები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.