გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, პანტიანი, მანგლისი, ახალსოფელი, ალგეთი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში აქთაკლია, კარათაკლია, ყარაჯალარი, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, კიზილქილისა, ჯავახი, დაგარახლო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.