15 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, ტანძია, გეტა, ხახალაჯვარი, ძეძვნარიანი, წიფორი და მიმდებარე სოფლებში,

11:05-დან 20:00 საათამდე შუალედში 2-2 საათით აბონენტებს მარნეულის რაინის სოფლებში სადახლო, დამია, ზემო სარალი, მოლაოღლი, ხულდარა, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი, მარნეული/სადახლო, ახლო ლალო, ტაზაკენდი, ცოფი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, პანტიანი, დიდგორი, ღვევი და მიმდებარე სოფლებში,

12:10-დან 14:15 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ნაგები, ჯანდარა, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.