17 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,  ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, ახალი სამგორი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო 2, წითელი ხიდი, კაპანახჩი, კესალო 1 და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი, ხატისოფელი, ფოლადაური და მიმდებარე სოფლებში.

 კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.